" მიწის ცქერით დაიღალა მთვარე..."
(ჩანახატი)
კაცობრიობას დასაბამიდან დაჰყურებს მთვარე....ვინ იცის რამდენ დარდს იტევს ის,ამიტომაცაა ასეთი მოწყენილი, მუდამ ასეთი მგლოვიარე და სევდის მატარებელი... ადამიანების ცოდვები, გასაჭირი, ტრაგედიები, ლხინი და ტანჯვა ყველაფერი მასზე მოქმედებს. მისი გული ვეღარ უძლებს ამდენი გაჭირვებულის ყურებას. დაიღალა მთვარე , აღარ შესწევს თანაგრძნობის უნარი. სადაცაა გული გაუსკდება და გადმოანთხევს ჩვენზე იმ სევდას , რომელიც ჩვენვე მოვგვარეთ მას. ადამიანთა ყველა ხინჯი და ცოდვა მის გულშია არეკლილი. ის მხოლოდ ღამით ჩნდება და რადგან ღამით ხდება ყველა ბოროტება, სწორედ მაშინ ხედავს ადამიანების გულქვაობას.თითქოს ბარბაცებს ცაზე ყოველი ჩვენი ცუდი საქციელის გამო.ის ჩურჩულებს თავისთვის, უნდა რომ გამოვფხიზლდეთ რათა ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს ის უბედურება, რასაც ჩევენივე ნებით ვქმნით. სრული აგრესიაა ირგვლივ გამეფებული.დაუმახინჯდა ადამიანებს სული ,აღარ ფიქრობენ რწმენაზე, სიყვარულზე, დაშორდნენ უფალს. ჩურჩულის შემდეგ მთვარე ყვირილზე გადადის.მაგრამ ვის ესმის მისი? არავინ უგდებს ყურს, არავინ... ხანდახან გაქრობასაც ნატრობს .ჯერ მაშინ იგრძნო უდიდესი ტკივილი, როცა იუდას ზრახვების შესახებ შეიტყო. იქიდან მოყოლებული გულს ვტკენთ მას, არ ვფიქრობთ მასზე. საბრალო, რამდენ ტკივილს უძლებს მისი სპეტაკი გული.იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება ,იქნებ გვიან არ არის .გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ძლიერები რწმენაში და ქრისტეს შეწევნითა და დახმარებით შევძლოთ, რომ სამყარო გადავარჩინოთ და შევუმსუბუქოთ ტკივილი მთვარეს. თორემ დაიღალა მთვარე ამდენი ცოდვილის ყურებით,ამდენი აგრესიით.
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე..... დაიღალა, გესმით....
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე,
ნატრობს, ნეტავ არ დაბრუნდეს ღამე.
ეს ოცნება გულს მალულად უკლავს, უცბად კაცი ვიღაცას რომ მოკლავს.
დადუმდება მთვარე მრავლისმთქმელი,
ვეღარაა ვერცერთ სიტყვის მთქმელი.
ახსენდება ფრაზა თითქოს ვრცელი,
მთვარე, ღამის დარაჯი და მცველი.
ვინ რა იცის გაჭირვება, საცოდავი მთვარის
ყურში ჩუმად უტრიალებს დარაჯია ღამის.
ეს დროც ჯიბრზე სასწაულად, ისე ჩქარა გარბის,
არვის ესმის, არვინ იცის ,გაჭირვება მთვარის.....